ჰონგ-კონგის ჩემპიონატში ჩაწყობილი მატჩის ორგანიზებასთან კავშირში ბრალდებული, 29 წლის ხორვატი ფეხბურთელი საშა მუსი პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთის თამაშს ვეღარ შეძლებს. როგორც საატენგო AFP-ი იტყობინება, ფიფას გადაწყვეტილებით, მუსას მიმართ ჰონგ-კონგის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოტანილი განაჩენი ყველა ქვეყანაზე გავრცელდება.
29 წლის მცველს ბრალი 2013 წლის ნოემბერში წაუყენეს და ჰონგ-კონგში თამაში სამუდამოდ აუკრძალეს. ახლა კი ფიფამ, გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის გამკაცრების ფარგლებში, ფეხბურთელს ყველა ქვეყანაში აუკრძალა თამაში. შედეგად, მუსს კარიერის დასრულება მოუწევს. ეს ერთ ერთი პირველი შემთხვევაა, როცა ფიფამ, კონკრეტული ფედერაციის გამოტანილ განაჩენზე დაყრდნობით, ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.