სხვა

13:40 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ მესამედ იმარჯვა, ტოჩინოშინმა იოკოძუნასთან წააგო

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ჰარუ ბაშოზე 2 წაგების წილ მე-3 გამარჯვება მიითვალა და ისევ დადებით ბალანსზე გავიდა.

აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ამურუ (რუსი ნიკოლაი ივანოვი) ოშიდაშით დაამარცხა, მომდევნო შერკინება კი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ჩიიოოტორისთან ელის.

სამწუხაროდ, არცთუ კარგ მდგომარეობაში იმყოფება ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე, რომელიც უკვე მეოთხედ დამარცხდა.

დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა აღმოსავლეთის იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან ტოტარით წააგო, შემდეგ ორთაბრძოლას კი კიდევ ერთ აღმოსავლეთის იოკოძუნა კაკურიუსთან ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს პირველად დამარცხდნენ ოძეკები – გოეიდო და კოტოშოგიკუ და აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა მიოგირიუ, ამდენად, წაუგებელი მხოლოდ 3 სეკიტორიღაა: ოძეკი კისენოსატო და რიგითი მაეგაშირები იჩინოჯო და იკიოი.

0.122877