ჩოგბურთი

12:56 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა და ერანი ინდიან ველსის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებენ

ქართველმა და იტალიელმა ჩოგბურთელებმა ოქსანა კალაშნიკოვამ და სარა ერანიმ ამერიკულ ინდიან ველსში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 6 844 139 დოლარი) წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში გააღწიეს და 390-390 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

კალაშნიკოვამ და ერანიმ მე-4 ნომრად განთესილ ჩეხურ დუეტთან (ანდრეა ჰლავაჩკოვა-ლუს ჰრადეცკა) დიდი ბრძოლა გადაიტანეს და 3:6, 6:3, 10:5 იმარჯვეს.

ახლა, სარა და ოქსანა გერმანელ ჯულია გოერგესსა და ჩეხ კაროლინა პლისკოვას ეთამაშებიან და თუკი ფინალში გავლენ, 650-650 ქულას მიიღებენ.

მე-2 ნახევარფინალში მე-3 განთესვის მქონე უნგრელი ტიმეა ბაბოში და ყაზახი იაროსლავა შვედოვა ამერკელებს – ბეტანი მატეკ-სანდსსა და კოკო ვანდევეიგეს გაეჯიბრებიან.

ისიც ვთქვათ, რომ BNP Paribas Open-ის გამარჯვებული წყვილის წევრები სარეიტინგო მარაგს ერთბაშად 1000-1000 ქულით გაიმდიდრებენ.

ცნობისთვის, წყვილთა მიმდინარე კლასიფიკაციაში ერანის 2062 ქულით 36-ე ადგილი უკავია, ხოლო კალაშნიკოვა 1260 ქულით 63-ეა.

0.115282