გერმანული “ფრაიბურგის” ნახევარმცველი ლუკა ჰუფნაგელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ 29 მარტს ყაზახეთთან მისი თამაში გამორიცხულია. საქმე ისაა, რომ ფეხბურთელს ჯერ სრული დატვირთვით ვარჯიშიც კი არ დაუწყია. ინფორმაცია ნაკრებში გამოძახებაზე ჰუფნაგელის ოჯახიდან შევიტყვეთ.
ჰუფნაგელი ერთი თვის წინ მძიმე ვირუსული ინფექციით დაავადდა და კარგა ხანს წოლითი რეჟიმი ჰქონდა. ექიმების თქმით, ასეთი ინფექცია ოთხიდან შვიდ კვირამდე პერიოდს აცდენინებს ფეხბურთელებს.