საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩის დროს მომხდარ ინცინდენტს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი შეისწავლის.
16 მარტს, შატილის სტადიონზე თბილისის „მარკ სტარისა“ და გურჯაანის „ალაზნის“ მატჩის დროს მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრის გამო შეწყდა. მოედანზე დაწყებული არეულობა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა.
ინცინდენტის დროს “ალაზნის” ორმა ფეხბურთელმა სხეულის დაზიანება მიიღო. ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბ „ალაზნის“ ერთი ფეხბურთელი, მკურნალობის კურსს დავით გაგუას კლინიკაში გადის. ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკაში მყოფი ფეხბურთელი დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მოინახულა, მეორე ფეხბურთელმა კი სამკურნალო დაწესებულება უკვე დატოვა.
შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სფფ-ს პრესსამსახური