ინგლისურმა “ლესტერმა” გუნდის მთავარ მწვრთნელს კლაუდიო რანიერის ახალი კონტრაქტი შესთავაზა, აღნიშნულ ინფორმაციას Times-ი არვცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ რანიერის რომელიმე სხვა გუნდი გადაიბირებს, სწორედ ამიტომ შესთავაზეს მწვრთნელს ახალი ხელშეკრულება გაუმჯობესებული ფინანსური პირობებით.
რანიერი 2015 წლიდან წვრთნის “ლესტერს” და მისი გუნდი მიმდინარე სეზონის უდიდესი სენსაციის ავტორია - “მელიები” ინგლისის ჩემპიონატში 30 ტურის შემდეგ 63 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან და მეორეადგილოსან “ტოტენჰემს” 5 ქულით უსწრებენ.