მონტენეგროში, ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაზე მიემგზავრება ხელბურთელ ქალთა ნაკრები, რომელიც 18-20 მარტს სამგუნდიან ტურნირში ჩაებმება ქალაქ ბელო პოლეში. ჯგუფიდან (მონტენეგრო, უკრაინა, საქართველო) ფინალურ ტურნირზე მხოლოდ გამარჯვებული გადის.
ჩვენი გუნდი 1998-99 წლებში დაბადებულებით, ანუ თვრამეტწლამდელებითაა დაკომპლექტებული და ამ ტურნირზე, ორი წლით უფროსების წინააღმდეგ, ერთადერთი მიზანი ექნება - გამოცდილების მიღება. ნაკრებმა ახლახან მეორე ადგილი დაიკავა თბილისში, IHF/EHF ქალთა თასზე, 4-8 ივლისს კი შვედეთში, გიოტებორგში უწევს წლის მთავარი შეჯიბრება - ევროპის ღია პირველობა თავის ასაკში. გიოტებორგში ითამაშებს ყველა უძლიერესი გუნდი და ეს ფაქტობრივად ევროპის ჩემპიონატი იქნება, რაკიღა კონტინენტის ჩემპიონატები მხოლოდ კენტ წლებში იმართება.
სამწუხაროდ, მონტენეგროში გუნდი შესუსტებული შემადგენლობით მიდის. თბილისის ტურნირზე ტრავმა მიიღო სამმა მოწინავე მოთამაშემ - ვენეცკიმ, კუნელაშვილმა და გადელიამ. მთავარი მწვრთნელის, გიორგი გვაზავას თქმით, ეს მნიშვნელოვნად შეასუსტებს გუნდის შემტევ პოტენციალს, მაგრამ დაცვაში ეფექტური თამაშსა და უფროსი მეტოქეებისთვის მაქსიმალური წინააღმდეგობის გაწევას ნაკლული შემადგენლობითაც შეეცდებიან.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი აგვისტოში გაიმართება რუსეთში. მონაწილეობს 24 ქვეყანა, თამაშის უფლება უკვე აქვთ მასპინძელსა და ევროპული რეიტინგის სამ მოწინავე ქვეყანას - დანიას, რუმინეთსა და შვედეთს. მსოფლიო მოქმედი ჩემპიონია კორეა.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ქალები, 20 წ
18-20 მარტი, ბელო პოლე, მონტენეგრო. ფინალში გადის 1 გუნდი
18 მარტი, 21:00. საქართველო-მონტენეგრო
19 მარტი. 21:00. უკრაინა-საქართველო
20 მარტი, 14:00 მონტენეგრო-უკრაინა
--
საქართველოს ნაკრები მონტენეგროში
მეკარეები:12. ანა ვარდიშვილი (მამული), 16. ქრისტინე ჯავახია (ფოთი), 22. მარიამ ჩაჩუა (პეგასი)
მოთამაშეები: 7. თინათინ ქიტესაშვილი (ყვარელი), 13. ქრისტინე ღვალაძე (მამული), 15. თამარ ჩოგოვაძე (პეგასი), 17. მედეა ჩოხელი (პეგასი), 19. ანა ყველაშვილი (მამული), 23. ნინო გაგნიძე (პეგასი), 24. ჯულია ჩირგაძე (წყალტუბო), 31. მაია ბერიძე (პეგასი), 39. მარიკა ჯავახაძე (წყალტუბო)
მთ. მწვრთნელი გიორგი გვაზავა, მწვრთნელი ინა ჭკუასელი, ექიმი გიორგი კაზალიკაშვილი, გუნდის ლიდერი ლანა მარგიანი
--
მსოფლიო ჩემპიონატი 2016. 20წ, ქალები. კვალიფიკაცია, 18-20 მარტი. 1 ჯგუფი: ნორვეგია, ხორვატია, საბერძნეთი, შვეიცარია. 2 ჯგუფი: გერმანია, ლიტვა, ჩეხეთი, ბულგარეთი. 3 ჯგუფი: უნგრეთი, ბელარუსი, ავსტრია, ისლანდია. 4 ჯგუფი: სერბეთი, პორტუგალია, ჰოლანდია, ბოსნია. 5 ჯგუფი: საფრანგეთი, მაკედონია, სლოვენია, ისრაელი. 6 ჯგუფი: ესპანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი. 7 ჯგუფი: მონტენეგრო, უკრაინა, საქართველო. 1 ჯგუფიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 2-7 ჯგუფებიდან - 1. ფინალური ტურნირი: აგვისტოში, რუსეთი (უკვალიფიკაციოდ გასულები არიან დანია, რუმინეთი, რუსეთი, შვედეთი).
--
ევროპის ღია პირველობა. ქალები, 18 წ
გიოტებორგი, შვედეთი. 4-8 ივლისი
A ჯგუფი: დანია, შვედეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი
B ჯგუფი: რუსეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, ფარერები
C ჯგუფი: რუმინეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, შვეიცარია, ისლანდია
D ჯგუფი: საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია, ფინეთი, საქართველო
4 ივლისი. საქართველო-საფრანგეთი, ავსტრია-საქართველო
5 ივლისი. საქართველო-ფინეთი, საქართველო-ჰოლანდია
6-8 ივლისი. 1-2 ადგილებზე გასული გუნდები თამაშობენ 1-8 ადგილებისთვის, 3 ადგილებზე გასულები - 9-12 ადგილებისთვის, 4-5 ადგილებზე გასულები - 13-18 ადგილებისთვის