საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე კარგა ხანია “დნიპროში” სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მართალია, უკრაინის პრემიერლიგის მატჩში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს მომდევნო ტურში მოხდება. ამის შესახებ worldsport.ge-ს თავად ფეხბურთელმა უთხრა.
შესაბამისად, კობახიძე 29 მარტს საქართველო-ყაზახეთის ამხანაგურ მატჩში თამაშს შეძლებს. რა თქმა უნდა, თუ ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს.
გასულ ტურში “დნიპრომ” მოულოდნელად, 4:1 აჯობა დონეცკის “შახტარს”. სანდრო განაცხადში არ ყოფილა. შეგახსენებთ, კობახიძეს იანვარში მხარი ამოუვარდა და თბილისში მკურნალობდა ეროვნული ნაკრების ექიმთან, მერაბ ვარძუკაშვილთან.