ჩოგბურთი

13:03 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი და ნადალი მერვედფინალში გავიდნენ        

ინდიან-უელსის მასტერსის 1/16-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს. ნოლემ მსოფლიოს ნომერ 30-ე ჩოგბურთელი ფილიპ კოლშრაიბერი 7:5, 7:5 დაამარცხა. მერვედფინალში სერბის მეტოქე ესპანელი ფელისიანო ლოპესი იქნება.

რაფაელ ნადალმა თავის თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოს 6:0, 7:6 აჯობა. მარტივად მოგებული პირველი სეტის შემდეგ, რაფაელს მეორე პარტიაში ტაი-ბრეის თამაში მოუწია, რომელიც 11:9 დასრულდა. 1/8-ფინალში ნადალი ალექსანდრ ზვერევს შეხვდება.

ინდიან-ეულსის მასტერსის ტურნირის საპრიზო ფონდი 3 645 000 ამერიკული დოლარია.

0.118367