ჩოგბურთი

23:15 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა წყვილებშიც მოიგო

ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ავსტრიელმა მაქსიმილიან ნოიკრისტმა ჩინურ გუანჟოუში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) წყვილთა შეჯიბრში პირველი წრე დასძლიეს.

ბასილაშვილმა და ნოიკრისტმა შვეიცარიელი მარკო ჩიუდინელი და იაპონელი ტარო დანიელი 7:5, 2:6, 15:13 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.

თუ ვის ეთამაშებიან ნიკოლოზი და მაქსიმილიანი მომდევნო რაუნდში, ეს, 16 მარტს გაირკვევა, როდესაც ჩინელი მაო-ქსინი და ტაივანელი ჩუ-ჰუან იი (მე-3 განთესვა) ჩინელ ჟე ლისა და ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბასილაშვილმა გუანჟოუს ტურნირის ერთეულთა შეჯიბრშიც იმარჯვა. მე-7 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა სლოვენიელი ბლაზ როლა 5:7, 7:5, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში ხსენებულ ჩიუდინელისა და რუმინელ მარიუს კოპილს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

0.118085