ტურინის “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში წამყვანი არგენტინელი თავდამსხმელი პაულო დიბალა დააკლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს იტალიის ჩემპიონის ვებგვერდიც. დღეს, worldsport.ge-ს მითხველს უკვე ვაცნობეთ, დიბალას ტრავმიანობის შესახებ, თუმცა ახლა 21 წლის სამხრეთამერიკელის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა, იგი მიუნხენში საერთოდ არ იქნება.
როგორც ცნობილი ხდება პაულომ “იუვეს” გუშინდელ ვარჯიშზე თავი შეუძლოდ იგრძნო და გამოკვლევა დღეს ჩაუტარდა. მართალია, მისი ტრავმა სერიოზული არაა და დამდეგ უიქ-ენდზე ტურინულ დერბიში დიდი ალბათობით ითამაშებს, მაგრამ “ბაიერნამდე” გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.
მის გარდა, ასევე ოფიციალურად გამოირიცხა კიდევ ერთი წამყვანი ფიგურის, კლაუდიო მარკიზიოს თამაშიც, რომელსაც მუხლზე შექმნილი პრობლემების გამო სამი კვირიდან ერთ თვემდე პერიოდი გაუცდება.
“ბაიერნისა” და “იუვენტუსის” შეხვედრა ოთხშაბათს, “ალიანს არენაზე” გაიმართება.