ფეხბურთი

15:38 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელთა მარცხიანი დასაწყისი

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ რაუნდი წარუმატებლად დაიწყო. ვასილ მაისურაძის გუნდმა დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პირველი შეხვედრა ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრებთან გამართა და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე ქართველებმა გახსნეს, გიორგი ივანიაძის დარტყმის შემდეგ ბურთი მცველის ფეხიდან ბოსნიელთა კარის ბადეში აღმოჩნდა. თუმცა, სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს - რეშიჩის ჩაწოდების შემდეგ ქართველთა კიპერმა ლუკა გუგეშაშვილმა ბურთის დაფიქსირება ვერ შეძლო და 1:1. მატჩის მეორე ტაიმი მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და ბოსნიელთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კოვაჩმა ქართველი მცველების უყურადღებობით ისარგებლა და მის გუნდს შესარჩევში პირველი სამი ქულა მოაპოვებინა.

ამავე ჯგუფში დღეს იტალიის ნაკრები "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე რუსეთს ეთამაშება.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 17 მარტს, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ელიტ რაუნდის ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114298