მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ “ლას პალმასთან” გასვლაზე მოგებულ შეხვედრაში (2:1) 90 წუთის განმავლობაში ბურთს მხოლოდ 28-ჯერ შეეხო, რაც პორტუგალიელისთვის ესპანეთის ჩემპიონატში პერსონალური ანტირეკორდია. აღნიშნულ ინფორმაციას AS.com-ი ავრცელებს.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ ლა ლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.