ფეხბურთი

15:00 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელებმა დაადასტურეს - კონტე ნაკრებს ტოვებს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ დაადასტურა, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, თანამდებობას დატოვებს.

“კონტე ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ ნაკრებიდან წავა. მას სურს გუნდთან ყოველდღიური სამუშაო ჰქონდეს და ეს გასაგებია “ - ციტირებს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვებს გამოცემა Football Italia.

ამ ზაფხულიდან ანტონიო კონტეს ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნა უკვე გადაწყვეტილად მიიჩნევა და ტავეკიოს განცხადებაც ამის კიდევ ერთი დასტურია.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ დროის განმავლობაში 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

0.125217