შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს ფორვარდმა ზლატან იბარჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი შანსია კარიერა ინგლისურ პრემიერლიგაში განაგრძოს.
ბრიტანული პრესის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელის გადაბირებით “მანჩესტერ იუნაიტედი”, ლონდონის “ჩელსი” და “არსენალი” არიან დაინტერესებულნი.
როგორც ცნობილია, იბრაჰიმოვიჩს ამ ზაფხულს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და ის სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავს. შვედ ფეხბურთელს, რომელმაც ცოტა ხნის წინ უარი თქვა “მილანში” დაბრუნებაზე, ჩინური და ამერიკული კლუბებიც იწვევენ.