საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები დღეს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ რაუნდის პირველ მატჩს გამართავს ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება, გულშემატკივართათვის დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.
ამ ჯგუფის მატჩებს თბილისი მასპინძლობს და დღესვე, 16:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე იტალიისა და რუსეთის ნაკრებები ითამაშებენ.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.
ელიტ რაუნდში საქართველოს ნაკრების 18-კაციანი განაცხადი:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), დავით კერესელიძე (ცხინვალი);
მცველები: დავით კიკალიშვილი (დინამო), ჯაბა კასრელიშვილი (35-ე სკოლა), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო);
ნახევარმცველები: ზურაბ გულბანი (ზვოლე, ჰოლანდია), გიორგი კუცია (დინამო), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (35-ე სკოლა), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი), ზურა დავითაშვილი (დინამო), ნიკა ნინუა (დინამო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო);
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), ბექა ქავთარაძე (35-ე სკოლა).
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
ტურნირის განრიგი:
15 მარტი
საქართველო - ბოსნია ("მიხეილ მესხი". 14:00 სთ.)
რუსეთი - იტალია ("მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი. 16:00)
17 მარტი
რუსეთი - საქართველო ("მიხეილ მესხი". 14:00)
ბოსნია - იტალია ("მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი. 16:00)
20 მარტი
ბოსნია - რუსეთი ("მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი. 14:00)
საქართველო - იტალია ("მიხეილ მესხი". 14:00)