კალათბურთი

0:08 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის კლუბი “რეალთან” განადგურდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორა” მადრიდის “რეალს” ესტუმრა და უშანსოდ – 78:107 დამარცხდა.

ანდორულმა კლუბმა მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის მეოთხედში (25:27) გაუწია, შემდეგ კი, მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 12:46 წუთი გაატარა და სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.

გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა და 6 ქულას 2 მოხსნა წაამატა. შერმადინმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

სტუმართა რიგებში სტოიანოვსკი (15 ქულა), კლარკი (14), ჰოლტი (13) და ჯოუნსი (12) გამოირჩნენ, “რეალის” რიგებში კი 11 და მეტი ქულა ერთბაშად შვიდმა (!) კალათბურთელმა ჩააგდო.

“მორაბანკ ანდორას” 10 მოგების წილ 13 მარცხი მოუგროვდა და 18-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე იმყოფება.

სეზონში მე-5 მარცხი შეემთხვა “ლაბორალ კუჩას”, რომელიც კვლავაც ტრავმირებული თორნიკე შენგელიას გარეშე თამაშობს. ბასკებმა სტუმრად “სევილიასთან” 92:100 წააგეს და 18 მოგებით მე-4 პოზიციაზე რჩებიან.

0.123457