კალათბურთი

23:30 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” პირველ მოგებამდე ცოტა დააკლდა

თბილისის “ვითას” ვთბ-ლიგაში პირველ მოგებამდე ცოტა დააკლდა. ქართულმა კლუბმა სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ ბოლო წუთებზეღა “გატყდა” – 84:90 (17:28, 29:19, 18:18, 20:25).

აღსანიშნავია, რომ “ვითამ” მატჩი 7 კალათბურთელის ამარა ჩაატარა და მათგან ერთმა – ამერიკელმა უკანახაზელმა დანიელ ბეჯარანომ შეუცვლელად ითამაშა. მასპინძელთა შორის საუკეთესოც ის იყო: 17 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა.

გამოსარჩევია 19 წლის ქართველი ფორვარდის მაიზერ რევაზაშვილის (სიმაღლე 207 სმ. წონა 96 კგ.) შედეგიანობა. მან მოედანზე მხოლოდ 09:13 წუთი გაატარა და 15 ქულა (5-დან 3 სამქულიანი) მიითვალა. 14 ქულა ჩააგდო უკრაინელმა ცენტრმა კონსტანტინ ანიკეენკომ, ირაკლი ჩლაიძის მონაგარი კი 12 ქულა იყო.

თბილისელებმა ზედიზედ 25-ე მარცხი განიცადეს და ცხადია, ბოლო ადგილზე იმყოფებიან. “ვითა” მომდევნო შეხვედრას 15 მარტს, სარატოვში ადგილობრივ “ავტოდორთან” ჩაატარებს, რომელიც 13 მოგებით მე-6 პოზიციაზეა.

0.112069