დორტმუნდის “ბორუსია” ბრწყინვალე ფორმაში რომ იმყოფება, სამი დღის წინ ევროპა ლიგამაც ცხადჰყო. ტომას ტუხელის ბიჭები დამაჯერებელ გამოსვლას ბუნდესლიგაშიც აგრძელებენ და სენსაციების შემოქმედი “მაინცი” შინ უქულოდ გაუშვა.
“დორტმუნდს” იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა, გამარჯვება ეჭვქვეშ ერთი წუთითაც არ დაუყენებია. მერე რა, რომ “ყვითლები” ორ გატანილ გოლს დასჯერდნენ, მეტიც შეეძლოთ. საპასუხოდ კი, “მაინცმა”, რომელმაც მისთვის ბოლო საგარეო შეხვედრაში თვით მიუნხენის “ბაიერნს” მოუგო, კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა. “ბორუსიამ” მეტოქეს თითო ტაიმში თითოჯერ გაუტანა – ჯერ გონსალო კასტროს ჩინებული პასით მარკო როისმა ადვილად გაიტანა, ხოლო მერე პიერ-ემერიკ ობამეიანგის დიდებული გადაცემა შინჯი კაგავამ დააგვირგვინა – 2:0. ამ მოგებით “დორტმუნდმა” “ბაიერნთან” სხვაობა ისევ ხუთ ქულამდე შეამცირა და ჩემპიონობის შანსს ისევ ინარჩუნებს.
დღის პირველ მატჩში კი ლევერკუზენის “ბაიერმა” “ჰამბურგმა” წვალებით, მაგრამ მაინც მოუგო. როჯერ შმიდტის გუნდი წელს არცთუ სახარბიელოდ თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ჰამბურგელებთან კი “ფარმაცევტებს” სტუმარი ალბინ ეკდალის ავტოგოლიც ეყოთ.
“ლევერკუზენი” – “ჰამბურგი” 1:0 (1:0) (მიმოხილვა)
ლევერკუზენი, “ბაი არენა”
მაყურებელი: 30 210
“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; იედვაი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბელარაბი (კრუსე 60), პაპადოპულოსი, ფრეი (რამალიო 77), ბრანდტი; ჩალჰანოღლუ, ჩიჩარიტო (კისლინგი 69)
მწვრთნელი: შმიდტი
“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; საკაი (დიკმაიერი 46), ჯურუ, კლებერი, ოსტრზელოკი; ეკდალი, ჰოლტბი (ლასოგა 78); მიულერი, ჰანტი, ილიჩევიჩი (დრმიჩი 61); რუდნევსი
მწვრთნელი: ლაბადია
გოლი: 1:0 ეკდალი (18, ა.გ)
გაფრთხილება: ფრეი (27), ტორპაკი (34), ვენდელი (49), იედვაი (90, 90), კრუსე (90) – ილიჩევიჩი (23), მიულერი (31)
გაძევება: იედვაი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 10 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: დინგერტი
“დორტმუნდი” – “მაინცი” 2:0 (1:0) (მიმოხილვა)
დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”
მაყურებელი: 81 359
“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; დურმი (პიშჩეკი 46), სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; კაგავა, საჰინი (ვეიგლი 64), კასტრო; მხითარიანი (რამოსი 85), ობამეიანგი, როისი
მწვრთნელი: ტუხელი
“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი; ბაუმგალტინგერი, ფრეი (ლატცა 62), კლემენსი (ონისივკო 62), მალი, სამპეირო (სერდარი 76); კორდობა
მწვრთნელი: შმიდტი
გოლები: 1:0 როისი (30)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (10) – 4 (0) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 3:3
მსაჯი: აიტეკინი