კალათბურთი

16:15 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” თურქული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ სტამბოლის “გალათასარაის” დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო მეოთხედშიც კი ლიდერობდა, თუმცა, დასკვნითი წუთები სუსტად ჩაატარა და 78:88 წააგო.

სანიკიძემ, რომელიც ანკარელთა მწვრთნელის დიდი ნდობით სარგებლობს, მოედანზე 33:22 წუთი გაატარა და მასპინძელთა შორის საუკეთესოც გახლდათ. ქართველი ფორვარდის მონაგარი 18 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.

ვიქტორმა 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 13-დან 9 საჯარომო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

სანიკიძის მსგავსად 18 ქულა მიითვალა ხორვატმა მარკო ტომასმა, “გალათასარაის” კი ამერიკელმა ლეგიონერებმა – ერიკ მაკკოლუმმა (23 ქულა) და ჩარლზ დევისმა (18 ქულა) ულიდერეს.

“ტედ ანკარა კოლეჯლილერს” 8 მოგების წილ 13 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება. 21-ე ტურის შეხვედრას 14 მარტს ჩაატარებს მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა”. სტამბოლელთა მეტოქე “ქონიასპორი” იქნება.

0.145341