მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ "როხიბლანკოსს" ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვს. არგენტინელი სპეციალისტის მიზანი სამეულში მოხვედრაა.
"ჩვენ "ბარსელონასთან" და "რეალთან" ჭიდილი გვიწევს, რაც ძალიან რთულია. "ატლეტიკოს" სურს სეზონი სამეულში დაასრულოს. ამ დროისთვის კი ჯერ კიდევ გვაქვს ლა ლიგის მოგების შანსი." - ციტირებს Goal.com-ი
ლა ლიგის 29-ე ტურში "ატლეტიკომ" "დეპორტივო" 3:0 დაამარცხა და მეორე ადგილზე 67 ქულით იმყოფება. სიმეონეს შეგირდები ლიდერ "ბარსელონას" 8 ქულით ჩამორჩებიან.