ფეხბურთი

22:00 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" ჰენდერსონის სანაცვლოდ 25 მილიონს იხდის

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს "ლივერპულის" ნახევარმცველის, ჯორდან ჰენდერსონის გადაბირება სურს. ინფორმაციას THE SUN-ი ავრცელებს.

"მამლები" მზად არიან ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ. ჯერჯერობით, "მერსისაიდელთა" პოზიცია აღნიშნულ ტრანსფერზე უცნობია.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰენდერსონის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.

0.116552