კალათბურთი

12:48 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 6 ქულა და 9 მოხსნა

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” შინ “ინდიანასთან” 105:112 წააგო. ტეხასელებმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა დათმეს, აშკარაა, რომ გუნდს კრიზისული პერიოდი უდგას.

ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 17 წუთი დაჰყო, ამ დროში ფაჩულიამ 6 ქულა, 9 მოხსნა და ერთი პასი გააკეთა. ფაჩულიას კონკურენტმა ლიმ 19 წუთში 10 ქულა 8 მოხსნა გააკეთა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

მატჩში ყველაზე მეტი 30 ქლა დირკ ნოვიცკის ანგარიშზეა, “ინდიანას” ლიდერმა პოლ ჯორჯმა გუნდს 20 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი შესძინა.

“დალასი” 33 მოგებით და ამდენივე მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მერვე პოზიციაზე იმყოფება.

0.271374