საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრმა, რომელიც ესპანეთის ჭაბუკთა ჩემპიონატში „ლაბორალ კუჩას“ ღირსებას იცავს, გამორჩეული შედეგი დააფიქსირა. 17 წლის ლუკა ბულაშვილმა „მარიანისტასთან“ საპლეიოფო მატჩში 14 ცდიდან 12 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში თავი 50 ქულას მოუყარა და ვიტორიელებს 125:58 გაამარჯვებინა.
შეგახსენებთ, რომ წინასასეზონო მზადებისას ლუკა "ბასკონიას" მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და საკონტროლო მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა ევრობასკეტიდან წამყვანი ლეგიონერების დაბრუნების შემდეგ, ბულაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს. იგი "ბასკონიას" 18-წლამდელთა გუნდთან ერთად ჭაბუკთა ჩემპიონატში ასპარეზობს, ხოლო დუბლშემადგენლობასთან ერთად - ესპანეთის ქვედა ლიგაში გამოდის.
„ლაბორალ კუჩას“ ძირითადი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია თორნიკე შენგელია, რომელიც ამჟამად ნაოპერაციებ მუხლზე რეაბილიტაციას გადის.
www.gbf.ge