ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა თურქეთის ეროვნული ნაკრების და “ფენერბაჰჩეს” ნახევარმცველი მეჰმეთ ტოპალი გამოარჩიეს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
30 წლის მოთამაშემ გამოკითხვაში ფეხბურთის მოყვარულთა ხმების 94%-ი მიიღო. მეორე ადგილზე მარკო როისი გავიდა, მესამეზე – დავიდ დე ხეა, ხოლო მეოთხეზე – სედრიკ ბაკამბუ.
“ბრაგასთან” მოგებულ მერვედფინალური ეტაპის პირველი რაუნდის მატჩში (1:0) ერთადერი გოლი მეჰმეთმა 82-ე წუთზე გაიტანა. სულ მიმდინარე სეზონში ტოპალმა 39 მატჩში ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.