უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი რაუნდის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორი მოთამაშე “დორტმუნდიდან” არიან წარდგენილნი, რომელმაც შინ “ტოტენჰემი” გაანადგურა (3:0).
ევროპა ლიგის კვირის გუნდი ასეთია:
მეკარე: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”);
მცველები: ალექსანდრ კუჩერი (“შახტარი”), ნათან კლაინი (“ლივერპული”), ვიქტორ რუისი (“ვილიარეალი”);
ნახევარმცველები: მარტინ ფრიდეკი (“სპარტა”), მეჰმეთ ტოპალი (“ფენერბახჩე”), რაულ გარსია (“ბილბაო”), ფელიპე კოუტინიო (“ლივერპული”);
თავდამსხმელები: ფრენკ აჩიმპონგი (“ანდერლეხტი”), მარკო როისი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ორივე “დორტმუნდი”).