ფეხბურთი

18:06 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზესტაფონის სტადიონზე სატრენაჟორო დარბაზი ისევ მწყობრშია

ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი გასული წლის ნოემბერში უხვი ნალექისა და გრიგალის გამო ზედიზედ ორჯერ დაიტბორა და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ერთ-ერთი მთავარ "ცხელ წერტილად" მაშინ "დავით აბაშიძეზე" არსებული სატრენაჟორო დარბაზი იქცა, რომელმაც სტიქიის დარტყმა სამჯერ მიიღო - თანამედროვე სავარჯიშო დანადგარებით აღჭურვილი ცენტრის ორჯერ დატბორვის შემდეგ, ნგრევის საქმე დაასრულა იმერეთში ამოვარდნილმა გრიგალმა, რომელმაც დარბაზში ჭერი ჩამოშალა.

მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დარბაზის აღდგენის შესახებ. აღდგენითი სამუშაოების შესრულება სტადიონის ადმინისტრაციას დაევალა და სულ რამდენიმე დღის წინ იმერელთა სავარჯიშო ცენტრის რემონტი დასრულდა კიდეც.

აქვე გთავაზობთ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრესსამსახურის მიერ მომზადებულ, სატრენაჟორო დარბაზის სადღეისო მდგომარეობის ამსახველ ფოტორეპორტაჟს...

0.225853