ფეხბურთი

15:43 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახების სათბილისო შემადგენლობა ადგილობრივი მწვრთნელებით

29 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ჯერაც X-თავკაცით ამხანაგურ მატჩს გამართავს ყაზახეთთან. შესაბამისად, ქართველთა შემადგენლობაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი, ყაზახებმა კი დაასახელეს.

საინტერესოა, რომ ყაზახებს დროებით ადგილობრივ მწვრთნელთა კვარტეტი უთავკაცებს. ესენი არიან ტალგატ ბაისუფინოვი, ნურქენ მაზბაევი, იური ნოვიკოვი და ანდრეი ფეროპონტოვი. ეს დროებით, შემდეგ კი უცხოელი მწვრთნელის მიწვევას აპირებენ.

ყაზახები 26 მარტს ანტალიაში აზერბაიჯანს ეთამაშებიან ამხანაგურში, ხოლო 27-ში თბილისში ჩამოვლენ.

შემადგენლობას რაც შეეხება, ნაკრებშია 34 წლის მეკარე დავით ლორია (პავლოდარის "ირტიში"). ლორიას მამა, გრიგორი, ყაზახური მასშტაბით ცნობილი მენეჯერია, დავითს რაც შეეხება, ყაზახეთში დაიბადა, შემდეგ რამდენიმე წელი ავსტრალიაში იზრდებოდა. მასთან ადრე გვქონია ინტერვიუ და აღნიშნავდა, საქართველო მუდამ ჩემს გულშია, ქართული ფეხბურთის ამბებს ვეცნობიო.

ლორია 19 წლისა იყო, როცა ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა. სწორედ ის იდგა ყაზახთა კარში 2005 წელს თბილისში, როცა საქართველო-ყაზახეთი 0:0 დასრულდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ნაკრებში აღარ იძახებდნენ, თუმცა აი, ამჯერად ეროვნულ გუნდშია.

მეკარეები: დავით ლორია (ირტიში), სტას პოკატილოვი (როსტოვი, რუსეთი), ვლადიმირ პლოტნიკოვი (ქაირათი);

მცველები: გაფურჟან სუიუმბაევი, მუხტარ მუხტაროვი (ორივე - ორდაბასი), დმიტრი შომკო, იური ლოგვინენკო, აბზალ ბეისებეკოვი (ყველა - ასტანა), სერგეი მალი, ელდოს ახმეტოვი (ორივე - ირტიში), ერმეკ კუანტაევი (ქაირათი);

ნახევარმცველები: სერიკჟან მუჟიკოვი, ასხატ ტაგიბერგენი (ორივე - ასტანა), ჟაკილ კოჟამბერდი (ოკჟეპტესი), ისლამბეკ კუიტი, ბაურჟან ისლამხანი (ქაირათი), სამატ სმაკოვი (აქტობე), მაქსატ ბაიჟანოვი (შახტიორი ყარაგანდა), ულან კონისბაევი (ატირაუ), ტიმურ დოსმაგამბეტოვი (ტობოლი), აზატ ნურგალიევი (ორდაბასი);

თავდამსხმელები: ტანატ ნუსარბაევი (ასტანა), სერგეი ხიჟნიჩენკო (ტობოლი).

0.127594