ჭიდაობა

15:26 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქრო ერთ ნაბიჯში

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა დავით ტლაშაძემ (70 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონის ტიტულს ორივეს თითო გამარჯვება აშორებს.

ტლაშაძემ ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა. ფინელ პეტერი იოჰანეს მარტიკაინენს უბრძოლველად გასცდა, ბულგარელ ნიკოლაი კურტევს 3:1 მოუგო, რუმინალ ადრიან მოისეს – 8:4. გადამწყვეტ ბრძოლაში კი პოლონეთის ნაკრების წევრ მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდება.

პეტრიაშვილი ჩემპიონის ტიტულისთვის პოლონელ რობერტ ბარანს შეხვდება. ქართველმა მძიმეწონოსანმა დილის პროგრამაში ლამის ყველა უმთავრესი ფავორიტი დაამარცხა. პირველსავე წრეში ევროპის 4-გზის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონს – თურქ ტაჰა აკგულს ბოლო ილეთის უპირატესობით სძლია (8:8). ევროპის 2-გზის პრიზიორს, უნგრელDდანიელ ლიგეტის ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე – 14:4. ნახევარფინალში კი, უკრაინის ნაკრების წევრს – ევროპის და მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატების ფინალისტ ალენ ზასეიევს 9:6 სძლია.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

0.117556