ფეხბურთი

15:11 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო: “არგენტინაში დაბრუნება მინდა”

“მანჩესტერ სიტის” 27 წლის არგენტინელმა შემტევმა სერხიო აგუერომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს. თავდამსხმელის თქმით, როცა მას “სიტისთან” კონტრაქტი ამოეწურება, არგენტინაში დაბრუნდება.

“კლუბის ხელმძღვანელებმა იციან რასაც ვაპირებ, არგენტინაში დაბრუნება მინდა. ჩემი კონტრაქტი 2018 წელს იწურება, რის შემდეგაც სამშობლოში განვარძობ კარიერას” – განაცხადა აგუერომ.

აგუერომ კარიერა “ინტერპენდიენტეში” 2003 წელს დაიწყო, 2006-11 წლებში მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა, ხოლო 2011 წლიდან მანჩესტერულ კლუბშია, სადაც 141 შეხვედრა ჩაატარა და 94 გოლი გაიტანა.

0.122911