ფეხბურთი

12:31 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" ფიზ-მომზადებაზე ალეხანდრო დე ლა კრუზი იზრუნებს

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს ფიზ-მომზადების მწვრთნელად ალეხანდრო დე ლა კრუზი დაინიშნა, რომელიც დღეს საღამოს ჩამოვა საქართველოში და საქმიანობასაც შეუდგება. ესპანელ სპეციალისტს ამ სფეროში ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს.
ალეხანდრო დე ლა კრუზი 2015 წელს მადრიდის "რეალის" კლინიკის ტექნიკურ მწვრთნელად მუშაობდა, მანამდე კი "ხეტაფეს" 19-წლამდელთა გუნდის ფიზ-მომზადების სპეციალისტი იყო.

სამწვრთნელო კარიერა:
2010 - ფორმირებული კატეგორიების მწვრთნელი Club Celta de Vigo
2010-2012 - ფიზ-მომზადების მწვრთნელი Escuela Deportiva Val Miñor U-16
2012 - ფიზ-მომზადების მწვრთნელი Rápido de Bouzas
2013 - ფიზ-მომზადების მწვრთნელი Valladares, Cultural Areas
2013-2014 - ფიზ-მომზადების მწვრთნელი Fundación Marcet U-12. ასევე მუშაობდა მასწავლებლად ნაციონალური საფეხბურთო კურსების Acadef-ში.
2013-2015 ფიზ-მომზადების მწვრთნელი "ხეტაფე" U-19
2015 - მადრიდის "რეალის" კლინიკის ტექნიკური მწვრთნელი

განათლება:
2008-2012 ფიზიკური აქტივობისა და სპორტის მეცნიერების ხარისხი Universidad de Vigo
2012-2013 ფიზ-მომზადების პროფესიონალის ხარისხი Real Federación Española de Fútbol (RFEF)
2013 - Level 1 Soccer Coach
2014 - Level 2 Soccer Coach

www.fcsaburtalo.ge

0.112242