ფეხბურთი

10:35 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციოს” ტიფოზები და რასისტები განუყოფელნი გახდნენ

რომის “ლაციო” შესაძლოა უეფასგან მკაცრად დაისაჯოს. საქმე ისაა, რომ ევროპა ლიგის მერვედფინალური მატჩის, “სპარტა” – “ლაციოს” (1:1) მიმდინარეობისას პრაღაში მყოფი იტალიელი გულშემატკივრები მასპინძელთა ზიმბამბველ ლეგიონერ კოსტა ნამოინესუს უსტვენდნენ და რასისტული გამონათქვამებით ამკობდნენ. რის გამოც, 24-ე წუთზე ესპანელმა არბიტრმა უნდიანო მალენკომ შეხვედრა შეაჩერა და ერთი წუთის შემდეგ განაახლა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი საქციელი “ლაციალეს” ტიფოზებისგან პირველი არაა და მეტიც, უკვე რეგულარული სახე მიიღო. მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის თამაშისას, რომაელმა ქომაგებმა იგივე რამ “ნაპოლის” სენეგალელ მცველ კალიდუ კულიბალის მიმართ გამოხატეს. ხოლო ევროპულ ასპარეზზე სამი წლის წინათაც “გამოიჩინეს” თავი და მაშინ “არწივებმა” ერთი საშინაო თამაში უმაყურებლოდ გამართეს. სანქციები იტალიურ გუნდს ახლაც ელოდება...

თეგები“ლაციო”
0.060423