ჩოგბურთი

1:02 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ და ერანიმ პირველი წრე იოლად დასძლიეს

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ინდიან ველსში დაწყებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 6 844 139 დოლარი) სახელოვან იტალიელ სარა ერანისთან ერთად წყვილში ჩაება და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

კალაშნიკოვას და ერანის პირველ წრეში არანაირი პრობლემა არ შექმნიათ და ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე და ჩინელი შუაი პენგი 6:0, 6:2 გაანადგურეს. ამ წარმატების წყალობით, ოქსანას და სარას 120-120 სარეიტინგო ქულა ერგოთ.

თუ რომელი წყვილი იქნება მერვედფინალში კალაშნიკოვას და ერანის მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა. ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელები იმ მატჩის დასრულებას ელიან, რომელშიც ესპანელები მედინა გარიგესი და პარა სანტოია ფრანგებს – გარსიას და მლადენოვიჩს ეთამაშებიან.

0.129055