იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო “მილანის” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ინფორმაციას Selon-ი ავრცელებს.
31 წლის ფეხბურთელს “როსონერისთან” ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.
მიდინარე სეზონში მონტოლივომ 26 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია და მისი დაბრუნება მარტის შუა რიცხვებში იგეგმება.