ჭიდაობა

14:58 | 10.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილი ოქროს მიუახლოვდა, მაქარაშვილი - ბრინჯაოს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა რიგაში მიმდინარე ევროპირველობაზე სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე მოიგო და მორიგ ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს.

დილის პროგრამა ხინჩეგაშვილმა მაკედონიელი იასინ რედიალარის ადვილად ძლევით (10:0) გახსნა. შემდეგ სომეხი ვალოდია ფრანგულიანი (5:0) და აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი (4:2) ჩამოიშორა. ფინალში კი ბელარუს ჰეორჰი კალიეუს დაუპირისპირდება.

დღესვე, კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები 74 კილოგრამშიც უნდა გამოვლინდნენ და საქართველოს ნაკრების წევრი იაკობ მაქარაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ძირითად ბადეში მაქარაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვთან (0:5), მაგრამ ცოტა ხანში დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მას შემდეგ, რაც ჰასანოვმა ფინალის საგზური გაინაღდა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში იაკობ მაქარაშვილმა უკრაინის ნაკრების წევრ გია ჩიხლაძეს აჯობა 10:0. მესამე ადგილის დასაკავებლად კი ბულგარელ მიროსლავ სტეფანოვს დაეჭიდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

0.114157