“ლოს ანჟელეს ლეიკერსმა” 2016 წლის პლეი-ოფში გასვლის თეორიული შანსი დაკარგა. კალიფორნიელები სეზონის გადამწყვეტ სტადიას ზედიზედ მესამედ დააკლდებიან, რაც ნბა-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი კლუბის ისტორიაში უარესი მაჩვენებელია.
მას შემდეგ, რაც “ჰიუსტონ როკეტსმა” “ფილადელფია სიქსერს” სძლია, “ლეიკერსი” საპლეიოფო რბოლას ოფიციალურად დაემშვიდობა. 1974-1976 წლებში ლოს ანჟელესელებმა პლეიოფო ორჯერ გამოტოვეს.
ამ დროისთვის, “ლეიკერსის” მაჩვენებელი 14 მოგება და 51 მარცხია. კლუბის ისტორიაში უცუდესი შედეგი გასულ სეზონში დაფიქსირდა – 21 გამარჯვება, 61 წაგება.