ინგლისური პრემიერლიგის კლუბები სტუმრად გასამართ მატჩებზე ბილეთების მასქიმალურ ფასზე შეთანხმდნენ. როგორც Sun-ი იტყობინება, მომავალი სეზონიდან სამი წლის განმავლობაში ფანებისთვის მათი გუნდების გასვლით შეხვედრებზე ბილეთები ყველაზე მეტი 30 გირვანქა სტერლინგი ეღირება. ამავდროულად, ლონდონის “არსენალმა” ეს თანხა 4 სტერლინგით შეამცირა და “მეთოფეთა” ქომაგები 26 გირვანქას გადაიხდიან.
ინგლისელები ამ შეთანხმებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რადგან კლუბებს გასვლით მატჩებზე მეტი გულშემატკივარი ეყოლებათ, რაც სტადიონებზე კიდევ უფრო კარგ ატმოსფეროს შექმნის.