ფეხბურთი

17:28 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

„კოლხეთი“ ფოთში ბრუნდება

გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონის დარჩენილ საშინაო შეხვედრებს საფეხბურთო კლუბი ფოთის ,,კოლხეთი 1913'' რაგბის ,,პარკ არენაზე'' ჩაატარებს. 13 მარტს ფოთელები ზემოთხსენებულ სტადიონზე ქუთაისის ,,ტორპედოს'' უმასპინძლებენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.

როგორც „კოლხეთი 1913“-ის პრესსამსახური იტყობინება, დღეისათვის სტადიონის მატჩისთვის მომზადება მიმდინარეობს, რაც საკმაოდ შრომატევად სამუშაოებს მოიცავს. საფეხბურთო მატჩების ფოთში ჩატარება საქართველოს რაგბის კავშირის, ფეხბურთის ფედერაციის, კომპანია ,,ქართუს'', ქალაქისა და გუნდის ხელმძღვანელობების ერთობლივმა, შეთანხმებულმა მუშაობამ განაპირობა.

რაც შეეხება უშუალოდ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს, მასში ინტენსიურადაა ჩართული ქალაქის რაგბის სკოლის და საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913''-ის პერსონალი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რათა ,,პარკ არენა'' სრულ მზადყოფნაში შეხვდეს სამწლიანი პაუზის შემდეგ ფოთში ჩასატარებელ პირველ საფეხბურთო მატჩს.

0.189404