მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” ახალი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა “დორტმუნდის” ფეხბურთელის ილქაი გიუნდოგანის გადასაბირებლად მოლაპარაკებას აწარმოებს. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, ესპანელს სურს გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ინგლისურ კლუბში გადაიყვანოს, რადგან ილქაის თამაში “ქალაქელებს” წაადგებათ. ამავდროულად, “ბაიერნის” მწვრთნელი “სიტის” სპორტულ დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინს ამსტერდამში შეხვდა და მოლაპარაკებას გიუნდოგანის აგენტიც ესწრებოდა. “ბორუსიას” ხელმძღვანელობა კი ფეხბურთელისგან პასუხს ელოდება.
ილქაის “დორტმუნდთან” კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 36 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა შეასრულა და მისი სატრანსფერო ფასი 20-დან 30 მილიონ ევრომდე გაიზარდა.