ფიფას კორუფციულ სკანდალში გახვეულმა ლუის ჩირიბოგამ ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გასული წლის დეკემბერში 70 წლის ჩირიბოგას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ადგილობრივი კანონმდებლობით მიხედვით, 65 წელზე ზევით მყოფ პიროვნებას გამოძიებამდე შინაპატიმრობას უფარდებენ.
ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციიიის პრეზიდენტობის მოვალეობას ახალ არჩევნებამდე კარლოს ვილასისი შეასრულებს.