მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა “რომას” ლეგენდარულ ფეხბურთელ ფრანჩესკო ტოტის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ ავტოგრაფიანი მაისური სთხოვა. იტალიელმა ესპანელს სურვილი შეუსრულა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო “რომას” ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.
ფრანჩესკო “სამეფო კლუბთან” გამართულ შეხვედრაში 74-ე წუთზე სტეფან ელ შაარავის ნაცვლად შევიდა მოედანზე და “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილი გულშემატკივრები იტალიელს ოვაციებით შეხვდნენ.