გერმანული Reviersport-ის ცნობით, “დუისბურგის” ქართველ შემტევ გიორგი ჭანტურიას ინგლისური კლუბებიც აკვირდებიან. საუბარია პრემიერლიგაში მე-15 ადგილზე მყოფ “კრისტალ პალასზე” და ჩემპიონშიპში მეთერთმეტეადგილოსან “ქუინზ პარკ რეინჯერსზე”. “კრისტალ პალასის” და ქპრ-ის წარმომადგენლები “დუისბურგის” ბოლო მატჩზე ყოფილან ჭანტურიას თამაშის სანახავად.
გერმანული პრესა ხშირად წერს გიორგის სამომავლო ტრანსფერზე, ქართველით პირველი ბუნდესლიგის სამი კლუბი ინტერესდება: “აუგსბურგი”, “კიოლნი” და “ვერდერი”.
ვნახოთ, როგორ ჩაატარებს ჭანტურია მეორე ბუნდესლიგის დარჩენილი ტურის შეხვედრებს.