ჭადრაკი

0:27 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ...

ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2676) მოსკოვში მიმდინარე “აეროფლოტის ღია პირველობაზე” ზედიზედ მე-5 პარტია დაასრულა ყაიმით და სატურნირო ცხრილში ისევ შუაგულში ტრიალებს.

ბოლოსწინა მე-8 ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით ბელარუს ვლადისლავ კოვალევს (2560) დაუზავდა და 4.0 ქულით 46-ე ადგილზე იმყოფება. დასკვნით ტურში ბაადური შავებით გერმანელ ფალკო ბინდრიხს (2557) დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის, “აეროფლოტ ოუფენს” ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს: რუს ევგენი ნაიერს (2664) 6.0 ქულა აქვს და ტიტულთან ძალიან ახლოსაა.

0.115668