ფეხბურთი

20:41 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 29-ე ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების 29-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ორ-ორი მოთამაშეა: “ლესტერიდან”, “ვესტ ჰემიდან”, “მანჩესტერ სიტიდან” და “ბორნმუთიდან”, ხოლო თითო ფეხბურთელი “საუთჰემპტონიდან”, “ევერტონიდან” და “სუონსიდან”.

29-ე ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:

მეკარე: ადრიანი (“ვესტ ჰემი”);
მცველები: ადამ სმიტი, ჩარლი დანიელსი (ორივე “ბორნმუთი”), ვირჯილ ვან დეიკი (“საუთჰემპტონი”), უეს მორგანი (“ლესტერი”);
ნახევარმცველები: გილფი სიგურდსონი (“სუონსი”), იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”), დიმიტრი პაიე (“ვესტ ჰემი”), რიად მაჰრეზი (“ლესტერი”);
თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”).

0.11927