ფეხბურთი

16:57 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოჩოას შანსი – კამენი 6 კვირას გამოტოვებს

“მალაგას” ძირითადი მეკარე კარლოს კამენი ტრავმირებულია. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კამერუნელს დაზიანებულ მარჯვენა მუხლის მენისკზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და დაახლოებით 6 კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

32 წლის მეკარეს “მალაგას” რიგებში ლა ლიგაში ზედიზედ 66-ჯერ (5887 წუთი) ჰქონდა ნათამაშები და ეს სერია “დეპორტივოსთან” ფრედ (3:3) დასრულებული შეხვედრის 37-ე წუთზე შეწყდა, როდესაც კარლოსმა ტრავმა მიიღო.

ის “ატლეტიკოსთან”, “ლევანტესთან”, “სელტასთან” და “ლას პალმასთან” გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.

შესაბამისად, “მალაგაში” თავის დამკვიდრების შანსი გაუჩნდა გილერმო ოჩოას, რომელსაც აქამდე მხოლოდ ესპანეთის თასზე უწევდა თამაში.

0.114872