ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში “კლივლენდის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი და დასავლეთში კავაი ლეონარდი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გასულ კვირას “კავალიერსმა” სამიდან სამი შეხვედრა მოიგო, “მეფე” კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 26.7 ქულას, 9.7 მოხსნას, 6.3 ჩაჭრას და 2.3 პასს აკეთებდა. კავაი ლეონარდი გუნდს საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.3 ქულას, 10 მოხსნა, 4.7 ჩაჭრას და 1.7 პასს სძენდა.