კალათბურთი

13:18 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

300 სამქულიანი სეზონში - კარის მორიგი მიღწევა

“გოლდენ სტეიტის” ლიდერი სტეფ კარი ნბა-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, ვინც ერთ სეზონში 300 სამქულიანი მოათავსა კალათში.

“ორლანდოსთან” მოგებულ მატჩში (119:113) სტეფ კარიმ 7 სამქულიანი ჩააგდო და მიმდინარე სეზონში სულ 301 ზუსტი შორეული ტყორცნა დაუგროვდა. კარიმ თებერვლის თვეში თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - 2014/15 წლებში სტეფმა 286 სამქულიანი ჩააგდო.

კარის მიმდინარე სეზონში 301 სამქულიანი აქვს მოთავსებული კალათში და რეგულარული სეზონის დასრულებამდე კიდევ 20 შეხვედრა დარჩა, სადაც გამთამაშებელი თავის რეკორდს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

თეგებისტეფ კარი
0.0609