ჭადრაკი

23:21 | 7.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას მორიგი ყაიმი

ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2676) მოსკოვში მიმდინარე “აეროფლოტის ღია პირველობაზე” ზედიზედ მე-4 ყაიმი გააფორმა და კვლავაც სატურნირო ცხრილის შუაგულში რჩება.

მე-7 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით რუს ვლადიმირ პოტკინს (2585) დაუზავდა და 3.5 ქულით 86 მონაწილეს შორის 43-ე ადგილზე დამკვიდრდა. ბოლოსწინა მე-8 ტურში ბაადური თეთრებით ბელარუს ვლადისლავ კოვალევს (2560) ეთამაშება.

ამ დროისთვის ტურნირს 5-5 ქულით 5 მოჭადრაკე ლიდერობს: მატეუშ ბარტელი (პოლონეთი, 2625), ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი, 2664), ევგენი ნაიერი (რუსეთი, 2664), მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი, 2682) და ბორის გელფანდი (ისრაელი, 2735).

0.120801