ესპანურმა “ბარსელონამ” ჩეხ გამთამაშებელ ტომაშ სატორანსკისთან კონტრაქტი 2020 წლამდე გააგრძელა. აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიური კლუბი თვითერის საშუალებით ავრცელებს.
სატორანსკი “ბარსელონაში” მე-2 სეზონს ატარებს, თუმცა, კლუბის დატოვების უფლება ნებისმიერ მომენტში შეუძლია, თუკი წინადადებას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბიდან მიიღებს.