16 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ სერბულ “მეგა ლეკსში” გადასვლის შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ქართველი ფორვარდის კლუბი სერბეთის იუნიორთა სუპერლიგის მორიგ მატჩში “იაგოდინას” უპრობლემოდ გაუმკლავდა (79:65), ბითაძემ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 12 მოხსნა.
“მეგა ლეკსს” 5 მოგებით და 3 მარცხით მე-3 ადგილი უკავია და მხოლოდ სერბული კალათბურთის აღიარებულ გრანდებს – “ცრვენა ზვეზდას” (7 მოგება) და “პარტიზანს” (6 ჩამორჩება).
ქართველის კლუბი იუნიორთა ლიგაში მომდევნო მატჩს 9 მარტს, სწორედ “ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ ჩაატარებს.